17:00 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 11:16:40, 724 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკში ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა

ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანში „Chama Mama" გამართულ ღონისძიებაზე, 10 ადგილობრივი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი იყო  120 ქართული ღვინო, რომლებიც უკვე წარმატებით იყიდება აშშ-ის ბაზარზე. აქვე, პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ღვინით ვაჭრობის სფეროსა და  მედიის   100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ქართული ღვინის საექსპორო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეგუსტაციები ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოშიც გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად,  ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია  807 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18% შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics