17:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 10:12:15, 324 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერია - 30 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მეორე ტურის ფარგლებში წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. თათარაშვილის ქუჩაზე, მამუკა წოწერიასთან ერთად ინდივიდუალურ შეხვედრებში, მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, მომღერლებმა ელენე ფოჩხუამ და სოფო ბედიამ მიიღეს.

„შეხვედრებზე იგრძნობა საოცარი კეთილგანწყობა ჩვენი მოსახლეობის, როგორც „ქართული ოცნების" კანდიდატების მიმართ, ასევე თანმხლები პირების, ამ შემთხვევაში ბატონი სოზარ სუბარის, ელენე ფოჩხუასა და სოფო ბედიას მიმართ. აქედან გამომდინარე მოსახლეობაც აფიქსირებს, რომ პირველ ტურში გარკვეულად იპასიურა, მაგრამ ახლა უკვე მზად არიან, მობილიზებულები არიან და 30 ოქტომბერს აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს!" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

სოზარ სუბარმა ყურადღება გაამახვილა, კანდიდატის კვალიფიკაციაზე და დარწმუნებულია, რომ ზუგდიდი გააკეთებს სწორ არჩევანს.

„ზუგდიდს ჰყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი მამუკა წოწერიას სახით. მართლა, რომ შეეფერება ამ ძალიან დიდი ტრადიციების ქალაქს, ზუგდიდი არ არის მხოლოდ დიდი ტრადიციის ქალაქი, ეს არის საჩვენებელი კარიბჭე, სადაც უნდა ჩანდეს, როგორია საქართველო და როგორი საქართველო უნდა იყოს ხვალ, რომ ეს დაინახონ ენგურსგადაღმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აქ გაიმარჯვოს მშვიდობამ, განვითარებამ და არა იმ ძალადობამ, რომლის სიმბოლოდაც არის ქცეული „ნაციონალური მოძრაობა" და მისი თითოეული წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ მამუკა წოწერიას გამარჯვებაში მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ზუგდიდი გააკეთებს ძალიან ღირსეულ არჩევანს!" - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics