|
2021-10-20 18:05:02, 1028 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე–12 საპატიმროში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალს დღეს წარუდგენენ
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დღეს წარედგინება. როგორც დაწესებულებაში შესვლამდე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება. "პროკურატურის მიერ გამოტანი იქნა დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაც გათვალისწინებულია სიახლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, გამოთხოვილია ვიდეო მასალები, ასევე ამოღებულია ტელეფონები და დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოსვლაში დაეხმარა ელგუჯა ცომაია და შემდეგ ბრალდებულები არიან ის პირები, რომლებმაც ხელი შეიწყვეს მის გადაადგილებას და არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული დადასტურებულია არამარტო არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით და ვიდეო მასალებით", – განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)