|
2021-10-20 17:51:17, 1237 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის სახაროვის სახელობის პრემია გადაეცა
ევროპარლამენტმა რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის სახაროვის სახელობის პრემია გადასცა. ეს ევროკავშირის უმაღლესი პრიზია. "ის დაუღალავად იბრძოდა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კორუფციის წინააღმდეგ. ეს მას თავისუფლება და თითქმის სიცოცხლე დაუჯდა. დღევანდელი პრიზი აღიარებს მის უზარმაზარ სიმამაცეს და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას და მოვითოხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ Twitter- ზე. როგორც ნავალნის მიერ დაფუძნებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდის „ტვიტერზე“ წერია ეს არის პრემია არა მხოლდო ნავალნისთვის, არამედ მთლიანად მათი გუნდისთვის. "სახაროვის პრემია, რა თქმა უნდა, ასევე არის პრემია ყველა ჩვენგანისთვის. ყველა არაგულგრილ ადამიანს, რომლებიც ყველაზე ბნელ პერიოდში არ შეშინებულან სიმართლე ესაუბრათ. ყოველდღიურად ჩვენ უფრო მეტნი ვართ და ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ", - წერია ნავალნის მიერ დაფუძნებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ტვიტერზე. საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის საპატიო ჯილდო 1988 წლიდან ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს გადაეცემათ. საერთაშორისო პრემიის მფლობელს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ევრო გადაეცემა. ალექსეი ნავალნი იანვარში რუსეთში დაბრუნებისას, აეროპორტში დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ის 2020 წლის მოწამლვის შემდეგ მკურნალობდა. 2 თებერვალს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)