|
2021-10-20 14:25:56, 916 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი „თალიბანს“ ინკლუზიური მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს
მოსკოვი მოუწოდებს “თალიბანს“ შექმნან ინკლუზიური მთავრობა და არ გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, პირველ რიგში ცენტრალური აზიის მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ.- „TASS”- ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, ავღანეთის საკითხზე ე.წ. მოსკოვის ფორმატის სხდომის გახსნაზე განაცხადა. "ჩვენ მოვუწოდებთ "თალიბანის" მოძრაობას მკაცრად დაიცვას ის ხაზი, და არ გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია მესამე ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ, პირველ რიგში ავღანეთის უშუალო მეზობლების - ცენტრალური აზიის ქვეყნების წინააღმდეგ.“-განაცხადა ლავროვმა. ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლება აღნიშნავს ავღანეთის ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას ქვეყანაში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისათვის. ლავროვის თქმით, ავღანეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევის ამოცანა კვლავ აქტუალურია. ”ჩვენ ვხედავთ მის ("თალიბანის") მომავალ წარმატებულ გადაწყვეტას, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს ყველას ინტერესებს. არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ძალებითაც . ამგვარად ნაჩვენები წინდახედულობა, იქნება გაკვეთილი მათთვის, ვინც მსხვერპლად სწირავს ეროვნულ ინტერესებს პირადი ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით და ასევე წინასწარ განსაზღვრავს ქვეყნის პროგრესულ განვითარებას.- განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ავღანეთში ჩამოყალიბებული ძალების ახალ ბალანსს ახლო მომავალში ალტერნატივა არ აქვს. შეგახსებევთ, რომ მოსკოვში მიმდინარე შეხვედრას, რომელზედაც ავღანეთის საკითხს განიხილავენ, 10 ქვეყნის წარმომადგენლები და „თალიბანის“ დელეგაცია ესწრებიან, რომელსაც ავღანეთის ვიცე-პრემიერი აბდულ სალამ ჰანაფი ხელმძღვანელობს.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)