10:00 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 12:32:01, 930 ნახვა

სამართალი
5 ივლისის ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება შეწყდა

5 ივლისის ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, შსს–ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება შეწყდა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

5 ივლისის მოვლენებზე ჯამში, ადმინისტრაციული წესლით 100–ზე მეტი პირის წინააღმდეგ იყოა ღძრული ადმინისტრაციული წესით საქმე, თუმცა მათივე ცნობით, პოლიციამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება.

"როდესაც უკვე მიეცათ საშუალება მოქალაქეებს, დაემკტიცებინათ თავისი უდანაშაულობა, მათ შეუწყდათ ადმინისტრაციული წარმოება სასამართლოშივე, თუმცა იგივე სიტუაციებში, იყვნენ სხვები, დაჯარიმებულები, ივლისის მერე სწრაფად ვინც დაჯარიმდა და ამ ემოციურ ფონზე, მათ ვერ შეძლეს ჯეროვნად განეხორციელებინათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება", – აცხადებს ადვოკატი "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, თბილისში "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, რასაც ძალადობრივმა და ჰომოფობმა ჯგუფებმა ხელი შეუშალეს. ისინი შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ,სადაც ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე 50–ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის, ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics