10:02 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 09:35:15, 891 ნახვა

სამართალი
რუსეთი საქართველოს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი, თბილისში რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

„რია ნოვოსტი“–ს ინფორმაციით, შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა.

„ინტერესთა განყოფილებამ (საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, თხოვნით, მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში", – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, ანასტასია შატალოვა სადარბაზოსთან მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მას 7 ტყვია ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 3 პირია დაკავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics