|
2021-10-19 11:07:46, 641 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
შვეიცარიის კონფედერაციის ქ.ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ კლიმატის ცვლილების სფეროში მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულება ითვალისწინებს მთავრობათაშორისი პარტნიორობის გაღრმავებას, რაც ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტები კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოში კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შერბილებაში არამხოლოდ საქართველოს წვლილის გაზრდაზე, არამედ ვიმოქმედოთ გლობალურად სათბური აირების შემცირებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე, სიმონეტა სომარუგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს. „ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პარიზის შეთანხმების ფარგლებში ყველასთვის სასიკეთო იქნება და რომ ჩვენ დავნერგავთ მაღალ სტანდარტებ”, - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა. ქ. ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)