|
2021-10-18 18:24:28, 1211 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს
ყველა ვერსიაზე და მიმართულებაზე, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ საზარელ ფაქტთან, პოლიცია აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო-საპროცესი მოქმედებები. "გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გაზაფხულის ქუჩაზე ქალი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ქალს 7 ტყვია ესროლეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა შვილთან დაკავშირებით ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)