|
2021-10-18 15:13:19, 563 ნახვა
პოლიტიკა
ლოიდ ოსტინი - 3+3 ფორმატზე საუბრისას ვიტყოდი, რომ სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
ვიდრე რუსეთი ახალ, 3+3 პლატფორმაზე ისაუბრებს, სჯობს პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, - ასე უპასუხა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტის შეკითხვას 3+3 ფორატში საქართველოს შესაძლო ჩართვა, დააზიანებს თუ არა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. „3+3 ფორმატზე საუბრისას აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტეროტირიების 20% უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მოგვიანებით კი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)