21:47 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 12:43:52, 813 ნახვა

საზოგადოება
მინისტრის განცხადებით, მთავრობა ვაქცინაციასთან მიმართებაში იძულების ზომებს ჯერჯერობით არ განიხილავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა ვაქცინაციასთან მიმართებაში იძულების ზომებს ჯერჯერობით არ განიხილავს.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, შემოიღონ გარკვეული რეგულაციები ობიექტის შიგნით.

„მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიყვება ამ გზას, ე.წ ირიბი იძულების მეთოდები შემოიღო და რესტორნებში, სასტუმროებში, შოპინგ მოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან, თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ჩვენ ჯერჯერობით იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მივესალმები ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ ე.წ მწვანე სტატუსის მატარებელნი და თავისი გადაწყვეტილებით, მათ აქვთ უფლება, გარკვეული რეგულაციები ობიექტის შიგნით შემოიღონ. ამ ეტაპზე, ჩვენ არ განვიხილავთ“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics