|
2021-10-18 12:37:36, 1309 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, უკვე აღდგენასაც გასცდა, ეს აბსოლუტური ზრდაა
ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გასცდა, ეს არის აბსოლუტური ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა „ნამახვანჰესის“ პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად გაგრძელდეს დიალოგი კომპანია „ენკასთან“. „ნამახვანჰესის პროექტი თავისთავად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რადგან ხედავთ, რომ ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გასცდა, ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს, ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მომატებული მოხმარება ჩვენი წყაროებით იფარებოდეს და საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები და ბიზნესები და არა იმპორტირებულს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართებაა, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)