|
2021-10-16 18:14:51, 752 ნახვა
პოლიტიკა
სამოქალაქო ორგანიზაციებმა ახალი მოძრაობა - „მიშას თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ახალ ორგანიზციას სახელწოდებით - "'მიშას თავისუფლებისთვის" აფუძნებენ. მათი განცხადებით, მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. მათი მოძრაობდა დღეს დააფუძნეს და შტაბი მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში გახსნეს. მათივე ცნობით, მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გააპროტესტებენ. "მთავარი გასაღები იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ქვეყანაში და პოლიტიკური დევნა დასრულდეს, არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომაც ვაარსებთ მოძრაობას მიშას თავისუფლებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით მოძრაობა საქართველოსთვის, მოძრაობა 20 ივნისი, მოძრაობა თავისუფალი ზონა და ასევე სხვა ორგანიზაციები... ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სხვადასხვა აქტივობები", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა, იგი იმავე საღამოს დააპატიმრეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე მე- 16 დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)