12:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 22:38:50, 766 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის ექიმი მის მდგომარეობაზე - ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი

ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ , სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ვიზიტის  შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი.

"ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე. თანახმაა წამლებზე, ის შიმშილობას არ წყვეტს...წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეო,ბა არ არის. განწყობა ძალიან მხნე აქვს. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ, ეს მომენტი დადგება. შიმშილობაზე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ინდივიდუალურია. ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი. ხვალ ვაპირებ კიდევ მოვიდე და ვნახო. ადამიანი ორი კვირაა შიმშილობს და წითელი ლოყები რომ არ ექნება, ხომ გესმით? კიდურებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. გადაადგილებით სად უნდა გადაადგილდეს? პატარა ადგილი აქვს“, - განაცხადა ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა, იგი იმავე საღამოს დააპატიმრეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე მე- 15 დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics