23:51 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 19:39:05, 922 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთში ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გააკეთეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხურვალეთი-ყარაფილას მონაკვეთზე, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან რამდენიმე ასეულ მეტრში  ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები განაახლეს.

 ამავე ტერიტორიაზე გადის ბაქო-სუფსას მთავარი ნავთობსადენი. 

ხნულების შესახებ ინფორმაცია პირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა. მათი განცხადებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები განსაკუთრებით გააქტიურდენ.

"მთავარი ავტობანიდან სულ რაღაც 380 მეტრში განაახლეს ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. თუმცა ეს ხნულები გამოიყენება. ე.წ. საზღვრის ანუ საოკუპაციო ხაზის მოსანიშნად. ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მთავრობა ეფლირტავება რუსეთს. იწყებს საუბარს 3+3-ის ფორმატზე. როდესაც შემოდის ინფორმაცია, რომ მთავრობა იწყებს მოლაპარაკებებს ალტერნატიული გზების გახსნაზე, იგულისხმება ლარსის და სამხედრო გზის ალტერნატიული გზის გახსნა",- განაცხადა დავით ქაცარავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics