11:26 - 30 Apr, 2026
|
2021-10-11 11:32:55, 864 ნახვა
სამართალი
ბათუმში, კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა ერთი ადამიანი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)