2021-10-09 15:04:36, 719 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტიის განცხადებით, ბათუმში მომდარი ტრაგედიის გამო „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
დღეს, თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის”,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,