2021-10-09 01:34:26, 685 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მაშველების დასახმარებლად მოქალაქეები გაერთიანდნენ და მათ ადგილზე საკვები პროდუქტები მიაქვთ
ბათუმში მაშველების დასახმარებლად სხვა მოქალაქეებიც გაერთიანდნენ და მათ ადგილზე საკვები პროდუქტები მიაქვთ.
ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ამ ეტაპზე 5 000 ლარამდე შეგროვდა და 450 ლარის საკვები, წვენი, ტკბილეული, სიგარეტი იყიდეს. მისივე თქმით, ჩარიცხვები ამ დრომდე გრძელდება.
"ცნობისთვის, მერია, სამინისტრო, როგორც მითხრეს, ასევე, კომპანიები, ფიზიკური პირები ზრუნავენ და მოაქვთ პროდუქტები.
ერთობის ხალხი ვართ!", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
ორგანიზატორი, ასევე, ამბობს, რომ აპირებენ დარჩენილი თანხით ხვალ დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარონ.
მსურველებს თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ:
ციალა ქათამიძე — GE38BG0000000162685131
მალხაზ ჭკადუა — GE65TB7274345061600001
ავტორი: ექსპრესნიუსი,