04:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 17:05:50, 647 ნახვა

საზოგადოება
გომელაური: ერთი ვერსიით, კორპუსის ნგრევა მესაკუთრის მიერ საყრდენი კედლის მონგრევამ გამოიწვია - მიმდინარეობს გამოძიება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.- ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, შემთხვევის ადგილას განუცხადა.

მისი თქმით, ერთი ვერსიით კორპუსის ნგრევა მესაკუთრის მიერ სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. 

"მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ვადგენთ თუ რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში.

კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ზუსტად ვერ გვიხსნიან რომელ სართულზე არიან. ვესაუბრებით ტელეფონით, ასეულობით მაშველია ჩართული, საშუალება არ არის იმის რომ ბევრი ადმიანი ავიდეს 100მა და 200მა ადამიანმა იმუშაოს, თუმცა ერთმანეთს ვცვლით.

მობილიზებულია შსს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მერია და მუნიციპალური სამსახურები.

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მუშაობა. სწრაფად მუშაობა არ გამოდის, იმიტომ რომ დაზარალება არ მოხდეს ქვეშ მოყოლილი ადამინების.
წინასწარი მონაცემებით, განიხილებოდა გაზის ვერსიაც, თუმცა მეორე ვერსიით მესაკუთრე სამშენებლო სამუშაოებს აკეთებდა, შესაძლებელი იყოს საყრდენი კედლის მონგრევის შედეგად გამოწვეული. გამოძიება მიმდინარეობს, თუ რა თქმა უნდა, დადასტურდა,  ეს ადამიანები პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემა". - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics