04:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 12:29:25, 634 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო დასახლებაში, მეორე დღეა 2 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისში, სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე 2 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დასახლებას უკვე ორ დღეზე მეტია არ მიეწოდება ელექტროენერგია.

კომპანია „თელმიკოში“, რომელიც ელექტროენერგიის გადასახადების ამოღებას აწარმოებს, „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ტექნიკური მომსახურება მათ არ ეხებათ.  

კომპანია „თელასში“ აღნიშნეს, რომ ობიექტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა და ქსელებზე ტექნიკურ მომსახურეობას უწყების შესაბამისი სამსახური კურირებს.

„ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ გუშინ მაღალი ძაბვის გადაცემის კაბელზე მოხდა დაზიანება. ადგილზე გასულ საავარიო ჯგუფს დაზიანებული დახვდა მეორე მაღალი ძაბვის გადაცემის კაბელიც.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავარიის აღმოფხვრას დღის ბოლომდე შეეცდებიან.

„ექსპრესნიუსს“ მოსახლეობა უცხადებს, რომ თუ ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგა, კახეთის გზატკეცილს გადაკეტავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics