14:54 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 22:29:42, 974 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები პრემიერის განცხადებაზე -ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ამგვარი განცხადების გაკეთებას, გადადგომა მოჰყვებოდა

პრემიერ-მინისტრისა და მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია. - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარები პრემიერ -მინისტრ განცხადებას გამოეხმაურნენ და მისი განცხადებების შინაარსზე შეშფოთებას გამოხატავენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებით ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ის „წესიერად“ არ მოიქცევა.

ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან.

ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია გადალახოს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ცდუნება, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის ოფიციალური პირისგან ამგვარი განცხადების გაკეთების შედეგად, მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოჰყვებოდა. პრემიერ-მინისტრისა და მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია.

დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა ევროპული ინტეგრაციის წინაპირობაა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ამ პირობების შესრულება“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics