05:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 17:40:20, 519 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შუა დერეფნის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს უცხოელ კოლეგებთან ტრანსპორტის მინისტერიალზე განიხილავს

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თურქეთში გამართულ ტრანსპორტის მინისტერიალს დაესწრო. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის - გამოწვევები და შესაძლებლობები - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებმა. ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა  ხელმძღვანელობს.- ამის შესახებ  ინფორმაციას "საქართველს რკინიგზა" ავრცელებს.

,,აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის გავლით, ჩინეთიდან საქართველოსა და ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებში დაფიქსირებულია მკვეთრი ზრდა. ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე გზა, რომელიც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით, საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს.  მიმდინარე შეხვედრებზე მხარეებმა განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც ე.წ  შუა დერეფნის განვითარებასა და კიდევ უფრო მეტი ტვირთის მოზიდვას გულისხმობს.“ - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე.

"2021 წლის 8 თვის მონაცემებით,  ტრანსკასპიურ  შუა დერეფანში, ჩინეთთან საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 268%-ით არის გაზრდილი." - ნათქვამია განცხაებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics