05:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 12:42:36, 409 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისების ხელმისაწვდომობა; რეფორმები ეფექტური მმართველობისთვის; თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერება; მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება - ეს იყო მთავარი სასაუბრო თემები რატი ბრეგაძის ისრაელის იუსტიციის მინისტრ გიდეონ საართან შეხვედრის დროს. 

უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი რატი ბრეგაძემ და გიდეონ საარმა მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ რატი ბრეგაძე შეხვედრას გამართავს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ აიალეტ შაკედთან, მოგვიანებით კი, ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევთან, სადაც პრეზენტაცია გაიმართება ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics