04:26 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 12:34:41, 1350 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის წევრები ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საერთაშორისო დევნის დაწყებას ითხოვენ

ევროპარლამენტის წევრები ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საერთაშორისო დევნის დაწყებას ითხოვენ.

ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ლუკაშენკომ პირადად გასცა ოპოზიციონერი დემონსტრანტების უკანონო დაკავების და წამების ბრძანება.

ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს ბელარუსში რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, რომელთაგან სულ მცირე 700 ადამიანი კვლავ საპატიმროშია.

ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.

კუბილიუსის პოზიციას მხარი დაუჭირა გერმანელმა დეპუტატმა, სერგეი ლაგოდინსკიმ, რომელმაც თქვა, რომ სამართალწარმოება წამების საქმეებზე უნდა დაიწყოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics