|
2021-10-06 11:11:21, 334 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება
თბილისის მერიამ პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, არაერთი ღონისძიება შეიმუშავა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. „შევიმუშავეთ ბიზნესის მხარდამჭერი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ 2021-2022 წლებში გადასახდელი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირებას ვთავაზობთ ორი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი წესით, ორი წლით გავუხანგრძლივებთ საიჯარო ვადებს. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო ხელშეკრულების ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, შევთავაზებთ ამ საიჯარო უფლების ორი წლით აღდგენას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტურისტული ობიექტები გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. „ამავე პერიოდში, საიჯარო ხელშეკრულების გადასახადის პირგასამტეხლოების ჩამოწერა მოხდება. ტურისტული ობიექტები - რესტორნები, სასტუმროები და სხვები, ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. პანდემიის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. მათ უკან უამრავი ოჯახი და ადამიანი დგას. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი მხარდასაჭერი ღონისძიებების გაგრძელება. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პროექტის სახით უკვე გაგზავნილია თბილისის საკრებულოში და იმედი მაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერის. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)