06:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 10:59:20, 367 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და „წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა ახალი კურსით გრძელდება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლასთან“ ერთად დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კიდევ ერთ კურსი იწყება.

„წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება პრინციპს „შემეცნება გართობით“, რაც სწავლის პროცესს ინოვაციურს, სახალისოს და საინტერესოს ხდის.

მოსწავლეები ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, მათი კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ: მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება.

სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით, საჩუქრად გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც “წიგნების თაროს” კრეატიული დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

ახალ კურსზე სიახლეა მოწვეულ სტუმრებთან დაკავშირებით. გარდა მსოფლიო ლიტერატურის კურსისა, სკოლაში დარეგისტრირებული თითოეული მოსწავლე საჩუქრად მიიღებს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეების მასტერკლასებს. განვლილი კურსების განმავლობაში ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტარეს დათო გორგილაძემ, ბექა ადამაშვილმა, ცვატა ბერძენიშვილმა, კოტე მათითაშვილმა, დათო ევგენიძემ და ა.შ.

სკოლაში სწავლა 25 ოქტომბერს დაიწყება,  რეგისტრაცია 27 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ვებგვერდზე: https://school.wignebistaro.ge

გაკვეთილების განრიგის, მასწავლებლების მოკლე ბიოგრაფიების და დამატებითი ინფორმაციის ნახვა ამავე მისამართზეა შესაძლებელი. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics