06:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-05 17:46:32, 611 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ სემინარში „შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა“ მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  სოლომონ პავლიაშვილმა შეფუთვების მსოფლიო ორგანიზაციის (WPO) მიერ ორგანიზებულ ონლაინ სემინარში „შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა“ მიიღო მონაწილეობა.

WPO-ს მიერ საქართველოში პირველად ორგანიზებული სემინარის მიზანს შეფუთვების ტექნოლოგიების, წრიული ეკონომიკისა და გარემოს მიმართ მდგრადობის, ასევე, სექტორში მიმდინარე სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) პროექტის მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის საკითხსა და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა.

„შეფუთვის ნარჩენების მართვა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით, ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 4 რეგლამენტი უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა. მივესალმებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება განვითარებულ ქვეყნებში მთავარ ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის  ქვეყანაში დანერგვაც ხელს შეუწყობს რესურსდამზოგავი ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას.

ონლაინ სემინარი ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" და PMAG შემფუთველთა კლასტერის  მხარდაჭერით გაიმართა.

მნიშვნელოვანია, რომ PMAG შემფუთველთა კლასტერი შეფუთვების მსოფლიო ორგანიზაციის  ერთადერთი  ქართული ორგანიზაციაა, რომელიც 45 ქვეყნის 65 წევრს აერთიანებს.

უწყების ცნობით, ონლაინ სემინარს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები და შესაფუთი მასალების მწარმოებელი და შემფუთველი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics