2021-10-04 19:35:30, 507 ნახვა
საზოგადოება
შუახევის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი განახლდა
შუახევის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციის და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, დღის ცენტრში არსებულ მდგომარეობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე გაეცნო და ბენეფიციარებს ახალის სასწავლო წელის დაწყება მიულოცა. "დღის ცენტში ბენეფიციარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის, რათა თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურება. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ასევე ადაპტირებული ტრანსპორტით."- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),