|
2021-10-04 11:07:10, 964 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. ადგილზე ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია უკვე მივიდნენ. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ წინა დღეებში არ მისცა ადვოკატებს ექს-პრეზიდენტის მონახულების საშუალება, რამაც მისივე თქმით, დაარღვია მისი დაცვის უფლება. „სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა პარასკევიდან მოყოლებული მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ მას. ვფიქრობ, ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, სადაც სამუშაო საათების არ არსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის პრეზიდენტ სააკშვილის მონახულებაზე, ვინაიდან ის დააკავეს სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)