08:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-03 12:00:43, 665 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - თქვენი დაკარგული და წაშლილი სახე მოვიგეთ

წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ. - ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.

ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე: ნაადრევი იყო თუ არა დამაჯერებელი გამარჯვების ზეიმობა გუშინ და რა მოიგო მმართველმა გუნდმა პასუხობს, რომ  „თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, მიხეილ სააკაშვილის სახე, თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს ციხეში.

„მოდით წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის პირველ რიგში და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, თქვენი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ამან სახე არ უნდა დაკარგოთ. სირცხვილია,  სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო.“ - დასძინა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics