19:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 23:24:36, 659 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად პრაქტიკულად აღარ არსებობს

ამ საღამოს შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ ამას, ხვალ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით სჭირდება საბოლოო ბეჭდის დასმა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ეს დესტრუქციული ძალები ემზადებოდნენ ქვეყნის ასარევად, მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ მედიის საშუალებით ამას დღეში რამდენჯერმე ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ეს ხალხი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის. სწორედ ეს პროვოკაცია, ქვეყნის არევის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ნაწარმოებმა მნიშვნელოვანმა ოპერაციამ სამართალდამცველებთან ერთად აგვარიდა თავიდან და კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics