|
2021-10-01 17:15:39, 584 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ები არჩევნებში ჩართულ მხარეებს მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO) არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ 3700-ზე მეტ უბანში კენჭისყრის პროცესის მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში გამართვაზე, აუცილებელია, პასუხისმგებლობა აიღოს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილემ. „წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, კენჭისყრის დღეს გარკვეული ინციდენტები პარტიების მხარდამჭერებს შორის, გამოწვევა გახდეს. ასეთი გამოწვევების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, მივიდეს საარჩევნო უბანში და თავისუფლად გამოხატოს ნება, რომელიც აისახება არჩევნების შედეგებში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა, მათმა წევრებმა და მხარდამჭერებმა ხელი შეუწყონ საარჩევნო უბნებში მშვიდი გარემოს შენარჩუნების საყოველთაო ინტერესს და უარი თქვან დაპირისპირებასა და ესკალაციაზე, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და იმოქმედოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით. პოლიციამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათზე თავდასხმებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო. ასევე, უზრუნველყოს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები იმართება, რომელზეც ამომრჩევლები 64 მუნიციპალიტეტში 64 მერსა და საკრებულოების 2068 წევრს აირჩევენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ტიპის არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესში, სხვა არჩევნებთან შედარებით, ბევრად მეტი კანდიდატი და, შესაბამისად, მხარდამჭერია ჩართული. ხელმომწერი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)