11:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 11:07:57, 316 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძემ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებთან ერთად საპარაშუტო ხტომა განახორციელა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საპარაშუტო მომზადების პროგრამას გადის, რომელიც წყალზე დესანტირებას ითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, წვრთნების ფარგლებში, სამხედროებთან ერთად, ჰაერიდან წყალზე თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომაში მიიღო მონაწილეობა.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარაშუტით წყალზე დესანტირებამდე წინამოსამზადებელი პერიოდი გაირა, რაც თეორიულ, პრაქტიკულ და უსაფრთხოების ელემენტებს მოიცავდა. პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი მოდერნიზებული და განახლებული საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიიდან აფრინდა.

წვრთნები 21 დღიანია და სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რაც მოიცავს როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე სხვადასხვა სიმაღლიდან პარაშუტით ხტომებს სხვადასხვა რელიეფზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics