|
2021-09-28 16:51:46, 461 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა
ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შეინიშნება. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. "ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შეინიშნება, შემთხვევების რაოდენობა რჩება მაინც 1500-დან 2000-მდე შუალედში, დღევანდელი მაჩვენებელი გარკვეულწილად მოიცავს შაბათ-კვირის დარჩენილ შემთხვევებს, რომელიც დღეს გამოვლინდა. 2000-მდე იყო ახალი შემთხვევების რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში, ასევე საყურადღებოა გარდაცვალების მაჩვენებელი და იმ პაციენტების მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებებში იტარებს მკურნალობას. ამ პერიდოში კლინიკებში რჩება 4360 პირი, აქედან რეანიმაციაში - 286 და ინტენსიური მართვის თერაპიის განყოფილებაში - 1066 პირია და გარკვეულწილად ამ მიმართულებითაც შეინიშნება დადებითი ტენდენციები, ბუნებრივია ნაკლები ადამიანის მდგომარეობაა გართულებული. განსაკუთრებით საყურადღებოა ვაქცინაციის პროცესი სექტემბერთან შედარებით ბოლო კვირის განმავლობაში ტემპი შემცირებულია 11-12 ათასი აცრა ტარდება ბოლო ერთი კვირაა. უპირატესად ეს არის მეორე დოზაზე. უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რათა ამ ტალღის დარჩენილი ტემპი თავიდან ავიცილოთ და მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა." - აღნიშნა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)