13:37 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 13:32:58, 725 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა“ „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა

„თეგეტა“ „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეთა მოტორსი“ ავრცელებს.

„გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრობის შეთანხმებას თეგეტა მოტორსმა ხელი ახლახან მოაწერა. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) წარმოადენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციულ ინიციატივას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „თეგეტა მოტორსისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის დამატებითი საქმიანობა და ეს კომპანიის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში კომპანია განსხვავებულ CSR პროექტებშია ჩართული და საინტერესო ინიციატივებს ლობირებს - გარემოს დაცვის, განათლების, ინოვაციებისა და გენდერული საკითხების მიმართულებით.

როგორც, თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული აღნიშნავს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობა „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს პლატფორმა წევრი კომპანიებისთვის მეტი მხარდაჭერის, საერთაშორისო და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „თეგეტა მოტორსი“ წელს „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს“ მონაწილეთა სიაშია. დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია - „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი,” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics