|
2021-09-22 20:22:09, 1101 ნახვა
მსოფლიო
აშშ განვითარებად ქვეყნებს „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონ დოზას გადასცემს
აშშ განვითარებადი ქვეყნებისთვის "ფაიზერის" ვაქცინის 500 მილიონი დოზის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინიციატივას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ კვირაში, ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად მიმდინარე COVID-19-ის ვირტუალურ სამიტზე წამოყენებს. როგორც ექპსერტები აცხადებენ, "განვითარებად" ქვეყნებში შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც საერთო შედეგზე აისახება. როგორც სხვადასხვა კოვიდპლათფორმა ვრცელებს ინფორმაციას, პანდემია დასრულდება თუ მსოფლიო მოსახლეობის მინიმუმ 70 %- აიცრება, ამისათვის კი 11 მილიარდი დოზაა საჭირო. აშშ-ს მსოფლიოსთვის ჯამში მილიონი დოზა ექნება გაცემული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 2021 წლის დასასრულისთვის სურდა, რომ თითოეულ ქვეყანაში 40%-იანი აცრის მაჩვენებელი ყოფილიყო. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებს მინიმუმ ერთი დოზით მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჰყავთ აცრილი, მაშინ , როდესაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ ორმა პროცენტმა შეძლო პირველი დოზის მიღება.
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)