|
2021-09-21 17:15:18, 540 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძის განცხადებით, ბანერები ქუთაისელმა ბიზნესმენმა გააკრა „ნაცმოძრაობისადმი“თავისი დამოკიდებულების გამოსხატად
ერთ-ერთმა ქუთაისელმა ბიზნესმენმა გააკრა ბანერები და ასე გამოხატა თვისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ და მოღალატეების მიმართ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხაადა. მისი თქმით, მისი ქმით ბანერების შინაარსზე მეტად მუღებელია ,ის შინაარსი, რასაც პარტიული ტელევიზიები და მისი ე.წ. მენეჯერები აკეთებენ - პირდაპირ ეთერში. სიკვდილზე ლაპარაკობენ, სიკვდილისთვის გაწირვაზე ლაპარაკობენ, იგინებიან, იმუქრებიან და ეს ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ამ დროს ერთ-ერთმა ქუთაისელმა ბიზნესმენმა გააკრა ბანერები და ასე გამოხატა თვისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ და მოღალატეების მიმართ და ამაზე აღშფოთდნენ. შინაარსი მისაღებია თუ არა ჩემთვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მიუღებელია ის შინაარსი, რასაც პარტიული ტელევიზიები და მისი ე.წ. მენეჯერები აკეთებენ - პირდაპირ ეთერში იმუქრებიან და პროვოკაციებს აწყობენ. ამ დღეების განმავლობაში იყო ქარელის პროვოკაცია, ხელვაჩაურის პროვოკაცია, ქუთაისის პროვოკაცია, ეს ყურადღების მიღმა რჩება - ბანერებზე ასახული კონკრეტული ადამიანის პოზიცია კი თურმე არის ძალადობისკენ მოწოდება. ორმაგი სტანდარტის ამგვარი ხარისხია მიუღებელი. ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება ის რეალობა, რომელსაც შინაარსში ვეთანხმები“, - განაცხადა მდინარაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)