|
2021-09-20 12:22:21, 836 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კვლევით, ბათუმში მმართველ პარტიას 49,2%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 29,8% უჭერს მხარს
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა. პაპუაშვილის თქმით, შეკითხვაზე „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: მმართველ პარტიას მხარს 49,2%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 29,8% უჭერს მხარს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, კვლევის მიხედვით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ლელოს“ 2,1% უჭერს მხარს, „პატრიოტთა ალიანსს“ 1,9%, „მესამე ძალას“ 1,2%, მოქალაქეებს“ 1,2%, „ლეიბორისტულ პარტიას“ 1,1%, „ევროპული საქართველოს“ 1,1%, „გირჩს“ 0,6%, სხვა პარტიებს კი 4,9% უჭერს მხარს. „რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ 24, „ნაციონალური მოძრაობა“ 10, „საქართველოსთვის“ 1 მანდატი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება ბათუმის მერობის კანდიდატების რეიტინგს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 54.1% ხმას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს მისცემდა. კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ხმას 30.6% მისცემდა. „საქართველოსთვის“ კანდიდატს ირაკლი მიქელაძეს 4.6%, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მერობის კანდიდატს გიორგი ფუტკარაძეს კვლევის მიხედვით ხმას 2.1% მისცემდა. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს ბონდო გუგულაძე 1.9% დაუჭერდა მხარს. დამოუკიდებელ კანდიდატს კახაბერ ცისკარიძეს 1.2%, ხოლო სხვა კანდიდატებს 5.5%-იანი მხარდაჭერა აქვთ. „როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა. სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)