|
2021-09-20 11:08:17, 1113 ნახვა
სამართალი
DRI - 24 წლის ანრი ატეიბა აფხაზეთის იზოლატორში, სავარაუდოდ, ძალადობის შედეგად გარდაიცვალა
დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, 12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მათივე ცნობით, ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდა და 14 სექტემბერს გარდაიცვალა. „როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შსს აცხადებს, 5 ივლისს ატეიბამ გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, რაც ნარკოლოგიური ტესტის გავლა მოსთხოვეს. ზემოაღნიშნული შემთხვევის გამო, ატეიბა 7 აგვისტოს დააკავეს და ბრალად წაუყენეს გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მიმართ ძალადობა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაგდება. 2021 წლის 8 აგვისტოს, ანრი ატეიბას ადვოკატმა გაგრის რაიონის პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ცემის და წამების გამო სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოითხოვა. თუმცა 2021 წლის 12 აგვისტოს დილის 01:30 საათზე, იგი საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 1 თვის შემდეგ გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული თვითმკვლელობას ცდილობდა. სახეზეა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების სავარაუდო ფაქტები, მათ შორის, ანრი ატეიბას წამება და არაადამიანური მოპყრობა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას“, - ვკითხულობთ DRI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს - დაინტერესდნენ ანრი ატეიბას საქმის გამოძიების მიმდინარეობით და გააქტიურონ მუშაობა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. ამასთანვე, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცვა/ადვოკატირება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)