|
2021-09-15 13:11:44, 570 ნახვა
ეკონომიკა
FAO მზადაა პარტნიორებთან ერთად მსოფლიოში აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნა დაიწყოს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახალ ეპოქაში გადადის, ახალი სტრუქტურითა და დინამიკით. 2030 წელი და მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) უკვე ახლოს არის. ჩვენ უნდა გარდავქმნათ აგროსასურსათო სისტემები სასწრაფოდ. ეს ტრანსფორმაცია მოითხოვს სისტემურ მიდგომებს და კოლექტიურ ძალისხმევას - მწარმოებლების, დისტრიბუტორების, მომხმარებლების, მთავრობების, კერძო სექტორის, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. სწორედ ეს არის მოახლოებული ღონისძიების - „გაეროს სურსათის სისტემების მსოფლიო სამიტის“ არსი. FAO-ს სურს მიაღწიოს ამ მნიშვნელოვან მიზანს პარტნიორებთან ერთად, „FAO-ს სტრატეგიული ჩარჩოხელშეკრულება 2022-2031“-ის ფარგლებში. სამიტი დროულია. ათწლეულების განმავლობაში მცირდებოდა მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა, ბოლო ხუთი წლის მანძილზე კი, ეს რიცხვი ძალიან გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია. ამავდროულად, სიმსუქნითა და არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებების მასშტაბები მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აგროსასურსათო წარმოება დიდ ზიანს აყენებს პლანეტას. ჩვენი აგროსასურსათო სისტემები ვერ ოპერირებს გამართულად. რისი გაკეთებაა საჭირო ამის გამოსასწორებლად? რა შეუძლიათ გააკეთონ ინდივიდებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? როგორც ამ სფეროს ლიდერი ორგანიზაცია, FAO აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის ადვოკატირებას ეწევა მთელ მსოფლიოში. აგროსასურსათო სისტემა მოიცავს სურსათის მოგზაურობის მთელ ციკლს მიწის დამუშავებიდან სუფრამდე - თესვას, გაზრდას, მოსავლის აღებას, დამუშავებას, შეფუთვას, ტრანსპორტირებას, დისტრიბუციას, ვაჭრობას, ყიდვას, მომზადებას, კვებას და ნარჩენების დაბინავებას. ეს სისტემები მოიცავს არასაკვებ პროდუქტებსაც - ტყეს, საქონლის საკვებს, ბიოსაწვავის და ქსოვილის წარმოებას. აგროსასურსათო სისტემის ამ ჯაჭვში მნიშვნელობა აქვს ყოველ ქმედებას, ინვესტიციას, არჩევანს, რადგან ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც ამ სისტემის თითოეულ რგოლში არია ჩართულნი. როგორ დავიწყოთ აგროსისტემების გარდაქმნის პროცესი? FAO-მ გამოკვეთა ურთიერთგადამკვეთი ოთხი აქსელერატორი ფაქტორი - ტექნოლოგიები, ინოვაციები, მონაცემები და „შემავსებლები“ (მმართველობა, ადამიანური რესურსი და ინსტიტუციები). FAO ორი წელი ემზადებოდა, რომ ტრანსფორმაციის პროცესში ლიდერობა ეთავა. ჩვენი სტრატეგიული ჩარჩოხელშეკრულება მიმართულია გაეროს გლობალური მიზნების შესრულებისკენ და აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნისკენ, რაც მოიტანს ოთხ „უკეთესობას“: უკეთეს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთეს გარემოს და უკეთეს ცხოვრებას. FAO-ს აქვს ექსპერტიზა, კავშირები და მიდგომების დიდი სპექტრი. ჩვენი ინიციატივით შეიქმნა პლატფორმები, რომლებსაც შეუძლია გამოთვალოს ტყის საფარი, ნახშირბადის შემცირების პოტენციალი და წყლის აორთქლების მაჩვენებლები. ჩვენს შექმნილ წინაწარი გაფრთხილების სისტემებს შეუძლია გვალვებისა და მავნებლების გავრცელების წინასწარმეტყველება. FAO მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს სამიტის შედეგების დანერგვაზე, პარტნიორებთან ერთად. აგროსასურსათო სისტემები კომპლექსური და მრავალფეროვანია. ჩვენ, ყველა ვთანხმდებით, რომ იმ სახით, რა სახითაც ისინი ოპერირებენ, ვერ ვიღებთ საუკეთესო შედეგს. ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი, რათა მივაღწიოთ ოთხ „უკეთესობას“ ისე, რომ არავინ დავტოვოთ ყურადღების გარეშე. FAO-ს შეუძლია ამის გაკეთება პარტნიორებთან ერთად, უკეთესი სამყაროსთვის.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)