01:29 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 18:16:21, 319 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - გორი ჩემი დედულეთია, კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი, განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც

რომელი ხელისუფალი გახსენდებათ, ვინც 30 წლის განმავლობაში, უახლესი ისტორიის განმავლობაში, შეძლო გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის მოტანა ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისთვის - არც ერთი, მეგობრებო; ეს არის „ქართული ოცნება" და რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში დაისადგურა გრძელვადიანმა მშვიდობამ და ყველამ და მით უმეტეს გორელებმა, კარგად იციან მშვიდობის ფასი, იმიტომ, რომ იციან ომის ფასი.

„გორში ვართ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მძიმე დღეები. გორი ჩემი დედულეთია, მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ლიახვის ხეობაში და სოფელ  დიცში. მე კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი და განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც. დავკარგეთ ასეულობით სოფელი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ბრძოლით მოგვიტანეს და შემოგვინახეს. ამ დროს, უპასუხისმგებლო მთავრობამ, სააკაშვილის მეთაურობით, მისი სიტყვების ციტირება რომ მოვახდინო, ამ სოფლებს უწოდა  „ქვების გროვა". მე მინდა, თითოეულ გორელს ვკითხო, ამ განცხადების შემდეგ, როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანს პარტიას ვიღაცამ დღეს კიდევ, მხარი დაუჭიროს. კაცი, რომელიც ვერ აარიდებს ქვეყანას ასეთ დიდ პროვოკაციას და უბედურებას და დააკანონებს ოკუპაციას, ამის შემდეგ, დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს „ქვების გროვას", საჯაროდ, ტელევიზიის მეშვეობით, ეს რა არის, თუ არა ღალატი, მითხრას მაშინ ნებისმიერმა ადამიანმა. ამას გარდა, ჩვენ კარგად ვნახეთ, მაშინ როცა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იღუპებოდნენ, იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე და იცავდნენ ჩვენს ქვეყანას, მაშინ ეს ლაჩარი კაცი მიწაზე გართხმული გამორბოდა ბრძოლის ველიდან. 11 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენმა შინდისის გმირებმა, 17-მა კაცმა არნახული გმირობა ჩაიდინა, იმავე დღეს, მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი სირცხვილი სააკაშვილის სახით. შემდეგ ვნახეთ, ომის მეორე, თუ მესამე დღეს, როგორ გამართეს სამარცხვინო კონცერტი, როგორ მიიყვანეს დათრგუნული ხალხი, ეს საწყალი ხალხი დააყენეს და „მიშა, მიშა" აძახებინეს, ხალხნო. ეს ხომ არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, რამეს ახალს ვამბობ, ვამეტებ, თუ რა?! ეს არის 1% იმისა , რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics