01:25 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 16:39:06, 395 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის ომბუდსმენი იუსტიციის მინისტრს შეხვდა - უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს

„უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს", – ასე  შეაფასა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. 

რატი ბრეგაძემ  უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარს  პენიტენციური დაწესებულებების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიული ხედვა გააცნო და განაცხადა, რომ ყველა ინიციატივა ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვაზეა ორიენტირებული.

უკრაინის დელეგაცია განსაკუთრებით პატიმართა დასაქმებისა და რესოციალიზაციის პროექტით  დაინტერესდა. ლუდმილა დენისოვას განცხადებით,  აღნიშნულ პროექტს  უკრაინის იუსტიციის მინისტრს გააცნობს და უკრაინა საქართველოს გამოცდილებას აუცილებლად გაიზიარებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასაც, რომლებიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდიან სასჯელს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა  უკრაინის ომბუდსმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ლუდმილა დენისოვამ  რატი ბრეგაძეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ინტენსიური პარტნიორობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics