2021-09-13 10:55:14, 1784 ნახვა
ომი უკრაინაში
13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 507 986 პირია აცრილი
13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 507 986 აცრა ჩატარდა, -ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მათივე ცნობით, 12 სექტემბერს აიცრა 14 703 ადამიანი.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 351, გარდაიცვალა 48 პაციენტი.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,