2021-09-12 11:15:54, 1858 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 185-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 289 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 762 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 57.
ავტორი: ექსპრესნიუსი,