|
2021-09-10 19:47:23, 540 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს-ინფორმაციას უცხოური მედია აშშ-ს „თეთრი სახლის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „თეთრი სახლის“ ცნობით, დისკუსია, რომელიც დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა, შეეხო აშშ-ჩინეთის ურთიერთობის დალაგების გზების პოვნას. " ლიდერებმა ისაუბრეს სფეროებზე, სადაც ქვეყნების ინტერესები იკვეთება და ის სფეროები, სადაც მათი ინტერესები, ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავდება",- ნათქვამია განცხადებაში. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, საუბარი იყო "გულწრფელი" და "სიღრმისეული" . ჩინურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეინარჩუნოს ხშირი კონტაქტი მნიშველოვან საკითხებთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ორი ლიდერი შეტანხმდა , რომ შეინარჩუნონ რეგულარული კონტაქტები და რომ ორივე მხარე იმუშავებს დიპლომატიური ურთიერთობების დასაჩქარებლად , რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)