|
2021-09-09 21:19:40, 792 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანი" აშშ-ს დოჰას ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს
“თალიბანი“ აცხადებს, რომ აშშ, რომელსაც შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის სირაჯუდინ ჰაკანი „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი, დოჰას ხელშეკრულებას არღვევს. „პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისლამური საამიროს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი ან გარდაცვლილი ჰაკანი საჰიბას ოჯახის წევრები აშშ-ის „შავ სიაში“ არიან შეყვანილი და კვლავ აშშ-ის ხელისუფლების სამიზნეებს წარმოადგენენ. ისლამური საამირო ამას დოჰის ხელშეკრულების აშკარა დარღვევად აფასებს. ეს არც აშშ-ის და არც ავღანეთის ინტერესებშია“, - ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში. „თალიბანი“ განმარტავს, რომ დოჰას ხელშეკრულება საამიროს ყველა წარმომადგენლის აშშ-ისა და გაეროს „შავი სიებიდან“ ამოღებას ითვალისწინებს და ეს მოთხოვნა კვლავ ძალაშია. „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მულა მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს, რომელიც გაეროს „შავ სიაშია“ შეყვანილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებელი კი სირაჯუდინ ჰაკანი იქნება, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მიერაა ძებნილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)