|
2021-09-09 15:53:27, 928 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე, “თალიბანმა“ მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა
ავღანეთში, დემონსტრანტები არ დაემორჩილნენ „თალიბანის“ ბრძანებას სახლში დარჩენასთან დაკავშირებით და კვლავ გამოვიდნენ ქუჩებში -ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა პაკისტანის საელჩოსთან ქაბულში, “თალიბანის“ შეიარაღებულმა პირებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს. განსაკუთრებით პროტესტის დიდი მაშტაბებით გამოირჩევა, ფარვანსა და ნიმრუზის პროვინციებში. ასევე გავრცელდა ფოტოები, რომლებიც ასახავს "თალიბების“ მიერ აქციის გაშუქების დროს ნაცემ, ორ ჟურნალისტს. ათობით ქალმა ქაბულში და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ბადახშანში ოთხშაბათს გააპროტესტა „თალიბანის“ მიერ დროებითი მთავრობის ფორმირება, სადაც ყველა პოზიციას მამაკაცები იკავებენ. ზოგიერთი ქალი, რომელიც ითხოვდა მთავრობაში ქალი მინისტრების დანიშვნას, დემონსტრაციების დაშლისას სასტიკად სცემეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)