|
2021-09-08 19:37:22, 663 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანის“ განცხადებით, ავღანეთში შარიათის კანონები ამოქმედდება
მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერის ჰაიბათულა ახუნდზადას განცხადებით, ავღანეთში შარიათის კანონები ამოქმედდება. „მომავალში მმართველობის ყველა საკითხი და ცხოვრების წესი ავღანეთში დარეგულირდება წმინდა შარიათის კანონებით“ - ნათქვამია მოძრაობის ლიდერის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა. „ჩვენ გვინდა ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან, რომელიც დაეფუძნება პატივისცემასა და ურთიერთთანამშრომლობას. ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან იქნება დაფუძნებული ავღანეთის ინტერესებსა და მოგებაზე. ჩვენ ვემხრობით ყველა საერთაშორისო კანონსა და შეთნხმებას, რეზოლუციას და ვალდებულებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ისლამურ კანონებს და ეროვნულ ფასეულობებს“ - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თქმით, „ისლამური ემირატი“ ეფექტურ და სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ადამიანის უფლებების და უმცირესობების ჯგუფების დასაცავად ისლამის რელიგიის მოთხოვნათა ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)