|
2021-09-08 18:28:30, 793 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კონგერსმენთა დელეგაციას უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.-ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათიცე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კონგერსმენებს ვიზიტისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ყურადღება აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, საერთო ინტერესებსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე გაამახვილა და აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისა და ერთობლივი გეგმების განხორციელებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა. შეხვედრაზე კონგრესმენებმა უკანასკნელ წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმების, ქვედანაყოფებში შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესის, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით დასრულებისა და ერთობლივი წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. „ამერიკელ სტუმრებთან საუბრის ერთ-ერთ თემას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მასპინძლობა ასევე თავდაცვის მინისტრმა გაუწია. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ქართულმა მხარემ აშშ-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.“-ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)