14:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 18:06:47, 539 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე- არსებული გამოწვევების დასაძლევად გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა

წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, მათ სამომავლო გეგმები გაუზიარა და უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილა.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცლებს.

მათივე ცნობით, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მას, კახა კალაძის გუნდთან ერთად, არსებული პრობლემების დაძლევის კუთხით უკვე შემუშავებული აქვს კონკრეტული ნაბიჯები და განვითარების გეგმა.

 

 „მთაწმინდა ჩვენი დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ცენტრია, თავისი არქიტექტურული ძეგლებით, შენობებით, ტრადიციული გარემოთი, გამორჩეული ადამიანებით და ამ განსაკუთრებულ უბანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში რაიონის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, გამოწვევები კვლავაც რჩება.

არსებული გამოწვევების დასაძლევად, ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში,  გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ თბილისში მეტი სიცოცხლისთვის."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემაც მიიღო."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics